მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?

წიგნების იმპორტი

საქართველოში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების იმპორტი 2025 წლის იანვარ–ნოემბერში შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 7.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 477 ტონა ნაბეჭდი პროდუქცია, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 8 მლნ დოლარსა და 1 585 ტონას შეადგენდა.

შედეგად, იმპორტის ღირებულება წლიურად 5.4%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 6.8%-ს გაუტოლდა.

2025 წლის 11 თვეში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც საქართველოში 3.1 მლნ დოლარის ღირებულების 792 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზე პოლონეთია - 799 ათასი დოლარი და 44 ტონა, ხოლო მესამე პოზიციას გაერთიანებული სამეფო 787 ათასი დოლარითა და 41 ტონით იკავებს.

საიმპორტო ქვეყნებს შორის ასევე არიან ირანი - 707 ათასი დოლარი (262 ტონა), ჩინეთი - 658 ათასი დოლარი (152 ტონა), გერმანია - 394 ათასი დოლარი (28 ტონა), ჰონ-კონგი - 248 ათასი დოლარი (58 ტონა), რუსეთი - 198 ათასი დოლარი (19 ტონა), საფრანგეთი - 133 ათასი დოლარი (2 ტონა) და ბელგია - 103 ათასი დოლარი (2 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები