მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თურქული ტექსტილის ახალი ბრენდი შემოვიდა - ინვესტიცია $0.5 მლნ-ია

634900c60c029
ლიკა მეგუთნიშვილი
14.10.22 11:05
7607
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა “ბეკომ” ქართულ ბაზარზე თურქული საოჯახო ტექსტილის, Ozdilek-ის ბრენდის პროდუქცია შემოიტანა. როგორც კომპანიის დირექტორმა, მეჰმედ მელექმა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას განაცხადა, პროდუქციის შემოტანა ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო გადაწყდა.

“ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ბაზარზე საოჯახო ტექსტილზე მოთხოვნა მაღალი იყო, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება იმ ბრენდის შემოტანის, რომელიც საოჯახო ტექსტილის მწარმოებლებს შორის, თურქეთში პირველ სამეულში ხვდება. პროდუქციის ხარისხი ნამდვილად ძალიან მაღალია”, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

საოჯახო ტექსტილის პროდუქცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ “ბეკოს” ბათუმის ფილიალშია წარმოდგენილი, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში, ბრენდი “ბეკოს” კიდევ არაერთ ფილიალში იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, კომპანიის დირექტორის თქმით, თბილისსა და ბათუმში Ozdilek-ის მაღაზიების გახსნაც იგეგმება.

“ბენდზე არსებული მაღალი მოთხოვნა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ თბილისსა და რუსთავში Ozdilek-ის მაღაზიების გახსნაზე. გარდა ამისა, ამ ბრენდს „ბეკოს“ მაღაზიებშიც შევიტანთ და მომხმარებელს საოჯახო ტექსტილის ნაირსახეობა „ბეკოს“ ყველა დიდ ფილიალში დახვდება. ინვესტიცია, რომელიც თავდაპირველად 3 ან 4 მაღაზიის გახსნისთვის განხორციელდება, 500 000 დოლარს შეადგენს”, - აცხადებს მელექი.

ამასთან, მეჰმედ მელექის თქმით, „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი Ozdilek-ის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა ასაკისა და სქესის მომხმარებელზეა გათვლილი. ამასთანავე, პროდუქციის ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.

“ჩვენს მაღაზიაში საოჯახო ტექსტილის ნაირსახეობაა წარმოდგენილი. დაწყებული ბავშვის ტანსაცმლიდან, დამთავრებული უფროსების ხალათებამდე. ასევეა, თეთრეული, საბანი, ბალიში და სხვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის ბრენდი, თუმცა ვეცადეთ, რომ დაბალი ფასით შემოგვეტანა პროდუქცია, რათა ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. კონკურენტებთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით დაბალი ფასი გვაქვს” , - აცხადებს მეჰმედ მელექი.

ცნობისთვის, საჰყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ბეკო” ქრთულ ბაზარზე უკვე 25 წელია ოპერირებს და ქვეყანაში ამჟამად 98 ფილიალითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები