მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ჩარჩო შეიქმნება - რას ითვალისწინებს ინიციატივა?

საინვესტიციო ფონდები

საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება.

შესაბამის კანონმდებლობაზე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ და საკანონმდებლო განხილვების დაწყება პარლამენტში მიმდინარე წელს იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

როგორც BMG-ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა, ქვეყანაში მსგავსი საინვესტიციო ფონდების გაჩენა ერთი მხრივ ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მეორე მხრივ, კი გაზრდის უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობებს.

“ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შესულია პარლამენტში. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მიმდინარე წელს იგეგმება უკვე საკანონმდებლო განხილვები.

ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საინვესტიციო ფონდების აქტივობას ქვეყანაში. ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს, შარშან გაორმაგდა მართვის ქვეშ არსებული აქტივების რაოდენობა და ველოდებით, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაასტიმულირებს საინვესტიციო ფონდების საქმიანობას საქართველოში. ეს იქნება საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტორების ხელმისაწვდომობას.

დღესაც არის შესაძლებელი [საინვესტიციო ფონდების ჩამოყალიბება], თუმცა ეს იქნება უძრავი ქონების მართვის საინვესტიციო ფონდების სტიმულირების მიმართულებით უფრო კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დაარეგულირებს კონკრეტულად ამ მიმართულებით კორპორაციულ საინვესტიციო ფონდებს.

REIT-ი ეს არის უძრავი ქონების გარკვეული ერთეულების უფრო ხელმისაწვდომობა, შეიძლება ფრაქციულად დაყოფა და უფრო მეტი ინვესტორებისთვის იქნება შესაძლებელი უძრავ ქონებაში დააბანდოს თავისი დანაზოგი”, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები