მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი იქნება

621e2de9c1c19
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 18:35
1107
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი იქნება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი, საქართველოს მიერ მოხალისეების უკრაინაში არგაშვებისა და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციების გამო გაიწვია. 

ანდრეი კასიანოვმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ განმარტა ელჩის გაწვევის მიზეზები. 

"დღეიდან, მე საქართველოში უკრაინის რწმუნებულის დროებით ფუნქციებს ვახორციელებ. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია და ამ გადაწყვეტილებას 2 საკვანძო მიზეზი ჰქონდა. პირველი საქართველოს მთავრობის მიერ დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციებთან დაკავშირებული პოზიციაა.

მეორე მიზეზი კი, რუსეთთან ბრძოლაში მოხალისეების არგაგზავნის გადაწყვეტილებაა. კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც ამ კონსულტაციების დროს უნდა განიხილონ“, - განაცხადა რწმუნებულმა და უკრაინაში საომარი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები