საქართველოში ცოცხალი ყვავილების იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში თვეში ქვეყანამ 6.8 მილიონი დოლარის 1 269 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები შეიძინა.
საგულისხმოა, რომ წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 118%-ით, მოცულობა კი მხოლოდ 13%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანას ყვავილების იმპორტი გაუძვირდა.
რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ბაზრებს, 8 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი ყვავილი შემდეგი 5 ქვეყნისგან შეიძინა:
- სომხეთი - 449 ტონა/2 მლნ დოლარი
- თურქეთი - 321 ტონა/590 400 დოლარი
- ეკვადორი - 316 ტონა/2.4 მლნ დოლარი
- კენია - 76 ტონა/552 620 დოლარი
- ნიდერლანდები - 66 ტონა/927 940 დოლარი
შედარებით მცირე მოცულობის იმპორტი ასევე ხორციელდება ეთიოპიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ჩინეთიდან.