საქართველოში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo 2023 ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენა 25 სექტემბრის ჩათვლით ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში იქნება და 11:00- დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია 100-მდე კომპანია, რომელიც გთავაზობთ ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ჩინეთიდან.
გამოფენა აერთიანებს 8 მთავარ სექტორს:
სამშენებლო მასალა და ტექნიკა
- ტექსტილი
- Სამომხმარებლო პროდუქცია
- სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები
- სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები
- Საყოფაცხოვრებო პროდუქცია
- ავტო ნაწილები
- შრომის უსაფრთხოების პროდუქცია
როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group) გვიყვებიან, ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ახალ საფეხურზე გადასვლას.
ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნეს ხედვები.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან.
ამას გარდა „ჩინურ ნაწარმის გამოფენა არა მხოლოდ გამორჩეულ ღონსძიება არამედ ქართულ-ჩინური მეგობრობის სიმბოლოა. გამოფენა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას".
წარმატებული თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
(რ)