მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე პოპულარული ვაქცინა „ფაიზერია“ - გამყრელიძე

615c227062806
ინგა მურუსიძე
05.10.21 14:23
633
საქართველოში ყველაზე პოპულარული ვაქცინა „ფაიზერია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოპულარობით მეორე ადგილზეა „სინოფარმის“ ვაქცინა.

„დღეისთვის სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 29,4%. ქვეყანაში ჩატარებულია, დაახლოებით, 1 მლნ ადამიანის აცრა და სრულად ადმინისტრირებულია 1 826 ათასი ვაქცინა.

ყველაზე ფართოდ გამოყენებულია „ფაიზერის“ ვაქცინა, დაახლოებთ, 950 ათასი აცრა არის გაკეთებული, მეორე ადგილზე პოპულარობით არის „სინოფარმი“ და სულ ადმინისტრირებულია „სინოფარმის“ 600 ათასამდე დოზა; შემდეგ მოდის „სინოვაკი“ და ბოლოს „ასტრაზენეკა“. ყველაზე მთავარი პრობლემა დთღეს არის ის, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ამისთვის მრავალმხრივი მიდგომა გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის 15 ოქტომბრიდან „ვაქცინაციას მარათონი“ დაიწყება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები