მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი

5f0b40489f634
BM.GE
12.07.20 20:49
3095
საქართველოს ქუჩებში 1.37 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. მხოლოდ 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 53 ათასით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილი Toyota Prius-ი იყო, რომელზეც მთლიანი ავტოიმპორტის 12% მოდიოდა. დოკუმენტის თანამხად, მთლიან იმპოირტში მეორე ადგილს Toyota-ს მარკის ავტომობილი, კერძოდ კი Camry იკავებს. 

საქართველოში ყველაზე ხშირად იმპორტირებული მოდელების ათეული:

1) TOYOTA PRIUS - წილი მთლიან ავტოიმპორტში 12% 



2) TOYOTA CAMRY - წილი მთლიან ავტოიმპორტში 5.3%



3) FORD TRANSIT - წილი მთლიან ავტოიმპორტში 4.8% 



4) TOYOTA AQUA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 3.5% 



5) HYUNDAI ELANTRA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 3.4% 



6) TOYOTA PRIUS C - წილი მთლიან ავტოიმპორტში 2.8% 



7) HONDA FIT - წილი მთლიან ავტოიმპორტში 2.3% 



8) HYUNDAI SONATA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 2.3% 



9) TOYOTA RAV - წილი მთლიან ავტოიმპორტში 4 2% 



10) VOLKSWAGEN JETTA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 1.6% 



იმპორტირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი მეორადია. ამასთან, შსს-ს ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ავტომობილის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები