ევროპაში ზეთისხილის დეფიციტია - შესაბამის ინფორმაციას the guardian-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატური პირობებია. მათი ინფორმაციით, ბიზნესები იძულებული არიან ზეთის ხილი სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანონ. ამასთან, არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მოსავალი 2.4 მილიონი ტონით შემცირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა გასულ წელთან მიმართებით და ის საგრძნობლად ჩამოუვარდება მსოფლიოში გაზრდილ მოთხოვნას. შემცირებულ მოსავალს ელოდებიან ესპანეთში, საბერძნეთში, იტალიაში და მაროკოში - რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. გარდიანის ცნობით, მოსალოდნელია პროდუქტზე ფასების საგრძნობლად გაძვირება. საბერძნეთში ამბობენ, რომ ფასები სავარაუდოდ 100%-ით გაიზრდება. ზეთისხილის რთველი საქართველოში სულ ცოტა ხანში სტარტს აიღებს - რა პროგნოზები კეთდება საქართველოში ზეთისხილის მოსავალთან დაკავშირებით და ექნება თუ არა მსოფლიოს მასშტაბით დარგში არსებულ კრიზისს გავლენა საქართველოზე?
სტუმარი: გიორგი სვანიძე - „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი;