მოსკოვსა და თბილისს მომავალში პირდაპირი ფრენების გააქტიურება შეუძლიათ. პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მისი დაჩქარება არ ღირს - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა TACC-თან ინტერვიუში.
„მომავალში ფრენების, მათ შორის პირდაპირი რეისების გააქტიურება განიხილება. ერთი სიტყვით, პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მისი დაჩქარება არ ღირს“, - განაცხადა მან.
კარასინის განმარტებით: „დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენის საკითხის გადაწყვეტა ახლა იდეალური იქნებოდა, თუმცა თუ ამას მომავლისთვის გადავდებთ, მანამდე კი აფიშირების გარეშე ურთიერთობებს განვავითარებთ, ესეც კარგი იქნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა: „ვფიქრობ, თბილისს და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, რომ მათ ურთიერთობებში ლურსმნები არ ჩაარჭონ იგივე ევროპელებმა, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული რამეების კეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებასაც ცდილობენ“.




























