მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნა, ცხინვალისთვის სასარგებლო იქნება - ოსი დეპუტატი

ოკუპაცია

ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ძამბოლატ თედეევის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა, სასარგებლო იქნება". როგორც ოსური მედია წერს, თედეევს მიაჩნია, რომ ახალი გზის გახსნა რუსეთზე არის დამოკიდებული.

"როდესაც ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ სანქციებია დაწესებული, მისთვის გზების განბლოკვაა საჭირო. ამის შესახებ რუსეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. თუ ჩვენ ტრანზიტს, მაგალითად, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში გავხსნით და ჩვენი ბიუჯეტი ფულს მიიღებს, ეს ცუდი იქნება?” – განაცხადა დეპუტატმა.

ძამბოლატ თედეევის თქმით, 2008 წელს, როდესაც “გზა დაიკეტა, სანაცვლოდ არაფერი შესთავაზეს". ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას სთავაზობს, საქართველოსთან გზის გახსნის საკითხი განიხილოს.

"2008 წლამდე თავს დაცულად არ ვგრძნობდით, რადგან ჩვენი უფროსი ძმა ახლოს არ იყო. დღეს რუსეთმა თავის თავზე აიღო ჩვენი საზღვრებისა და ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება. იქ მე-4 სამხედრო ბაზაც დგას. ჩვენი სუვერენიტეტი დარჩება ისეთი, როგორიც არის, მიუხედავად იმისა, გზა გაიხსნება თუ დაიკეტება... პარლამენტში ოთხი პარტიაა. შევკრიბოთ ისინი, გავმართოთ დიალოგი და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, რომლებიც ოსეთის მიმართ გულგრილი არ არიან, გარედან მოისმენენ და გარკვეულ დასკვნას გამოიტანენ. ამას ჩვენ დავაინიცირებთ. ერთად მივალთ რაღაც კარგ დასკვნამდე", - თქვა მან.

ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკეტა. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი სატრანზიტო გზის გახსნაზე არაერთხელ საუბრობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები