მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოსთვის ძალიან ბევრი ფონდი გაიხსნება, განსაკუთრებით კი, სამეცნიერო დარგში“ - რას შეცვლის განათლებაში კანდიდატის სტატუსი?

კვაკასიის უნივერსიტეტი

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არაერთ საგანმანათლებლო ფონდზე წვდომა გახდება შესაძლებელი“ - ეს განცხადება „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა და „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ მფლობელმა, კახა შენგელიამ „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა. შენგელია მოელის, რომ ევროპასთან დაახლოება მომდევნო წლებში საქართველოში ევროპელი სტუდენტების რაოდენობაც გაზრდის.

„შრომა და თავგანწირვა იწყება ახლა. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრები გავხდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რას ველოდებით, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ფონდი გაიხსნება საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, სამეცნიერო დარგში. ბევრ პროექტთან გვექნება წვდომა მონაწილეობის მიღების, თუ გარანტების მხრივ. იმისთვის, რომ დიდი ფულადი სახსრები წამოვიღოთ საქართველოში. ეს შეეხება როგორც მეცნიერებას და გაცვლით პროგრამებს, ეს შეეხება პროფესორ-მასწავლებლების პროფესიულ ზრდასაც. ამისთვის საჭიროა, თვალყურის მიდევნება და შესაბამისი პროექტების წერა. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი ჩვენგანი გააკეთებს.

ეს[კანდიდატის სტატუსი] გახსნის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ევროპელი სტუდენტი გვყავდეს საქართველოში. ჩვენთან არიან: ფრანგები, ავსტრიელები, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, მაგრამ ცნობადობა გაიზრდება და უფრო მეტი ჩამოვა. მე, დარწმუნებული ვარ, 2023-თან შედარებით 2024-2025 წლებში ბევრად მეტი ევროპელი ისწავლის საქართველოში", - განაცხადა შენგელიამ.

მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის შესახებ მონაცემები ყოველწლიურად მზარდია, საშუალოდ 10%-ით წელიწადში.

"ახლა 1500-1700- უცხოელი სტუდენტია კავკასიის უნივერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტში 400-500. ვფიქრობ, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება წლიურად. სოციალური მეცნიერები, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ბიზნესი, აიტი, ეს არის ევროპელი სტუდენტების მიმართულება. აზიელებს უფრო აინტერესებთ სამედიცინო, ბიზნესი და IT“, - აცხადებს შენგელია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები