საქართველოსთვის მშვიდობა ცნებაზე მეტია - ის ჩვენი იდენტობის ნაწილია - ეს არის მედეგობა, ჩვენი ქვეყნის, ღირსების და თავისუფლების დაცვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“
„ზოგადად, როცა ადამიანები მოგზაურობენ, ნახულობენ ახალს, ეჩვევიან ტოლერანტობას და თანაცხოვრებას - ეს არის მშვიდობიანი მსოფლიოს საფუძველი. ტურიზმი აყვავებულია ხოლმე მშვიდობიანობის დროს, ჰარმონიაში და პატივისცემაში. ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ კულტურული გაცვლა, დიალოგი, მშვიდობა არის უპირობო ამ დარგისთვის.
ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნება - ეს არის მედეგობა, ჩვენი ქვეყნის, ღირსების და თავისუფლების დაცვა. ამ ცნებით, ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი. ასევე მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მშვიდობით შევძლებთ ჩვენი დების და ძმების შემოერთებას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერთად დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის აყვავებული მომავლის შენებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.