საქსტატის მონაცემებით, სატაცურის იმპორტი 2026 წლის პირველ კვარტალში მცირედით შემცირდა. იანვარ-მარტში ქვეყანაში სატაცურის იმპორტმა $21 ათასი შეადგინა, საერთო მოცულობამ კი 1 900 კილოგრამი. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $24 ათასს და 2 ტონას (2 000 კილოგრამს) შეადგენდა. შესაბამისად, ღირებულებითი მაჩვენებელი 12.5%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 5%-ით.
ქვეყნების მიხედვით, სატაცურის მთავარი იმპორტიორი ნიდერლანდებია, საიდანაც საქართველოში $20 ათასის ღირებულების 1 800 კილოგრამი პროდუქტი შემოვიდა. მცირე მოცულობით იმპორტი განხორციელდა ისრაელიდან - $1 ათასი და 100 კილოგრამი.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან სხვა ქვეყნებში სატაცური სრულად რეექსპორტით იყიდება და ეს მაჩვენებლების იმპორტზე მცირეა. იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებული სატაცურის მოცულობამ 500 კილოგრამი შეადგინა, ღირებულებამ კი $6.5 ათასი. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $7 ათასს და 600 კილოგრამს შეადგენდა. შესაბამისად, ექსპორტის ღირებულება 14.2%-ით, ხოლო მოცულობა 16.6%-ით შემცირდა. ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქართული სატაცურის ექსპორტი სრულად სომხეთში განხორციელდა.




























