მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქკაბელი" შოვში სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს 10 000 ლარით დაეხმარება

სტიქია რაჭაში
BM. GE
12.08.23 10:10
71

კომპანია „საქკაბელი“ რაჭაში, შოვის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის დონაციას 10 000 ლარის ოდენობით განახორციელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს და ამგვარად მათ დასახმარებლად თავისი მოკრძალებული შენატანის გაკეთება სურთ. შესაბამისად, „საქკაბელი“ 10 000 ლარს თიბისის მიერ სპეციალურად შექმნილ შოვის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.

ქველმოქმედებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

ლარის ანგარიშის ნომერი:

#GE89TB7318736080100017

მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

#GE89TB7318736080100017

მიმღები: NNLE TIBISELEBI

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები