მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქკაბელმა’’ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა

“საქკაბელმა’’ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა
26.03.24 08:56
858

“საქკაბელი”, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას ევროპის ქვეყნებში აქტიურად განაგრძობს.

კომპანიამ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში, 19-21 მარტს გამართულ ელექტრონული მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 24 ქვეყნის 400 კომპანია მონაწილეობს.

,,ქალაქ ბრნოში გამართული “ამპერის” საერთაშორისო გამოფენა ელექტროტექნიკის სფეროში ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული, რომელიც 30 წელია იმართება. ჩვენი გუნდი გამოფენისათვის საფუძვლიანად მოემზადა. ამჯერად, ევროპული სტანდარტის სერტიფიკატებით დამზადებული პროდუქციის წარდგენით გამოვხატეთ საკაბელო პროდუქციის მწარმოებელ უცხოურ კომპანიებთან თანაბარი კონკურენციის სურვილი.

გამოფენას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. სასიხარულოა, რომ ჩვენმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. წარვადგინეთ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 30-მდე ნიმუში, ასევე სპეციალურად ჩეხეთის ბაზრისთვის განკუთვნილი CYKY და YDYp კაბელები.

მართალია საქკაბელის პროდუქცია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იყიდება, მაგრამ სამომავლოდ საექსპორტო წილის უფრო მეტად გაზრდას ვიმედოვნებთ. შესაბამისად, რამდენიმე სტრატეგიულ პარტნიორთან დავიწყეთ მოლაპარაკებები შემდგომი თანამშრომლობისთვის.“ –“საქკაბელის” ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოდერძი მამალაძე.

ინფორმაციისთვის: “საქკაბელი” ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.

კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. “საქკაბელი” აქტიურად აგრძელებს მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ამავდროულად ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები