მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქმეთა გაჭიანურების პრობლემა სასამართლოებში

საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს უახლესი კვლევით გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. პროფესიული წრეების გამოკითხვით დასტურდება, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. ქვეყანას დღემდე არ აქვს საკანონმდებლო სამართლებრივი დაცვის საშუალება მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის გაჭიანურება ხდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ძირითადად განპირობებულია ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გაჭიანურებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში. განხილვის სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა კი წლების განმავლობაში ზრდადია , 2018-დან 2020 წლამდე 2 ჯერ გაიზარდა და 400 დღეს გადააჭარბა.

განხილვის პროცესი ვერ დააჩქარა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნამაც. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წელს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. „ე.წ. კომერციული კოლეგიებისა და პალატების შექმნით არაფერი შეცვლილა. არანაირი განსხვავება არაა 500 000-ის ზემოთ არის საქმე თუ ქვემოთ. როცა ინტერესია სწრაფად იხილავენ, როცა ინტერესია აჭიანურებენ”.- ეს არის ერთ- ერთი იურისტის კომენტარი, რომელიც დემოკრატიის ინდექსის უახლოეს კვლევაში მოხვდა.

რა იწვევს სასამართლოების გადატვირთულობას, როგორ არის შესაძლებელი საქმეთა განხილვის დაჩქარება და რა სისტემური ცვლილებებია საჭირო საერთო სასამართლოებში?

სტუმარი: ზვიად კორძაძე - “ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები