მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში ნათესი ფართობები შემცირდა

ნათესი ფართობები

წინასწარი მონაცემებით, წელს საქართველოში ნათესი ფართობები 3.2%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ნათესმა ფართობებმა გასულ წელს 137.1 ათასი ჰა. შეადგინა, მიმდინარე წელს კი 132.7ათასი ჰა, ანუ 4.4 ათასი ჰექტარით ნაკლები.

კონკრეტულ კულტურებთან მიმართებით მაჩვენებლები 2024 წელს შემდეგია:

  • მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) - 92.2 ათასი ჰა (1.3%-ით ნაკლები გასულ წელზე);
  • სიმინდი - 71 ათასი ჰა (კლება 4.7%);
  • კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები - 27.1 ათასი ჰა (კლება 2.5%);
  • სხვა კულტურები - 13.4 ათასი ჰა (კლება 15.7%).

2024 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი არ მოიცავს 2023 წლის მესამე კვარტალის ნათესებს. 2024 წლის წინასწარი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 11 აპრილს, ხოლო დაზუსტებული მონაცემები - 2025 წლის 16 ივნისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები