მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატის დირექტორის მოადგილედ ირაკლი აფხაიძე დაინიშნა

62c43163e60bf
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.22 19:49
635
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ ირაკლი აფხაიძე დაინიშნა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი აფხაიძეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.

2018 წლიდან იყო საქსტატის საბჭოს წევრი.
2012-2021 წლებში მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სხვადასხვა პროექტში მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერად;
2012 წელს საქსტატის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის საველე სამუშაოების კოორდინატორად.
2008-2012 წლებში იყო - ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ერთობლივი პროექტის მენეჯერი და გამოკვლევის კოორდინატორი.
2001-2008 წლებში იგი მუშაობდა საქსტატში სხვადასხვა თანამდებობებზე, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებით.

ირაკლი აფხაიძეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სტატისტიკის სპეციალობით აქვს დამთავრებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები