საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში, უძრავ ქონებასა და მშენებლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა
BM.GE
11.09.18 23:15
• 878
საქსტატის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 86%-ით შემცირდა, მშენებლობაში კი - 19%-ით. ეს მონაცემები უძრავი ქონების მიმართულებით, ხუთწლიან პერიოდში, 2014 წლის პირველი ნახევრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც შეეხება მშენებლობას, ამ მხრივ არასახარბიელო ვითარება ასევე 2014 წელს იყო.