საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს 11 000-მდე ვაკანსიას აღმწერის პოზიციაზე.
სამუშაო 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. აღმწერის ხელფასი 750 ლარია იქნება (დარიცხული).აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოცხადდა. მსურველს განაცხადი შეუძლია გამოგზავნოს მოცემულ ბმულზე: https://census-cv.geostat.ge/ და https://jobs.ge/?view=client&client=geostat.
განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში ( ეგნატე ნინოშვილის 55).
განაცხადი მიიღება ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში.
"აღმწერის ძირითადი ფუნქციებია მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე“, - აცხადებენ საქსტატში.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში
უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.