მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სარაჯიშვილი”: დანაკარგი გვექნება, რადგან უკრაინაზე ჩვენი ექსპორტის 15% მოდის

6224839f33a85
ლიკა გურაბანიძე
06.03.22 19:50
1172
უკრაინის ბაზარი სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია “სარაჯიშვილისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულებაა.

"სარაჯიშვილის” გაყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ვაშალომიძე აღნიშნავს, რომ უკრაინელ პარტნიორებთან კომუნიკაცია 10 წელზე მეტია არ გაუწყვეტიათ, ახლა კი კონტაქტი რთულად, თუმცა მაინც აქვთ. 

“პარტნიორებთან ბიზნესზე საუბარს მომავალში, მშვიდობიან პერიოდში გვექნება. ფინანსური დანაკარგი იქნება, რადგან კომპანიის მთლიან პორტფელში უკრაინის ექსპორტის წილი 15%-ია, ზუსტი რიცხვების თქმა, დღეს გაგვიჭირდება. ამ ეტაპზე “სარაჯიშვილის” უკრაინაში გადატვირთვა სრულად შეჩერებულია, რასაც მომავალში უარყოფითი ასახვა ექნება. დღეს მორალური მხარეები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიზნესურთიერთობები. არ ვიცით, ომის შემდგომი ვითარება როგორი იქნება. ომი უკრაინის ეკონომიკაზე დიდ გავლენას იქონიებს, რაც ჩვენს გაყიდვებზეც ცალსახად აისახება” - აღნიშნა ალექსანდრე ვაშალომიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები