მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა კიევზე იერიშების სამდღიანი შეწყვეტის ბრძანება გასცა – მიზეზი ამერიკული დელეგაციის ვიზიტია

კიევი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 5 სექტემბერს კიევზე თავდასხმების სამდღიანი შეჩერების განკარგულება გასცა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება აშშ–ის დელეგაციის ვიზიტს მოსკოვში, საიდანაც ისინი უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრებიან.

კრემლმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო რწმუნებული სტივ ვიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი მოსკოვში კონფლიქტის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ.

კრემლის განმარტებით, იერიშების შეჩერება ადგილობრივი დროით შუაღამიდან დაიწყება, თუმცა ის მხოლოდ დედაქალაქს ეხება და არა ქვეყნის სხვა ნაწილებს.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, პუტინი ამერიკულ დელეგაციას შაბათსვე შეხვდება. მოსკოვის შემდეგ ვიტკოფი და კუშნერი კიევს ეწვევიან – ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინის დედაქალაქში.

მანამდე, შაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა რაკეტებმა კიევთან ახლოს მდებარე ორი აეროპორტი, მათ შორის ბორისპოლი დაბომბეს, რომელიც ადრე საერთაშორისო რეისებს ემსახურებოდა.

ამერიკული მისია უკრაინის დედაქალაქზე თითქმის მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს. პარასკევს რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) შტაბ-ბინასაც დაესხა თავს. ზელენსკის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მწვავე დეფიციტი უკრაინას ბალისტიკური რაკეტების წინაშე დაუცველს ტოვებს.

პარასკევს ტრამპმა ვიტკოფსა და კუშნერს "ბრწყინვალე მომლაპარაკებლები" უწოდა.

"მათ თან მიაქვთ წინადადება ომის დასასრულებლად. არსებობს კარგი შანსი, რომ ეს გამოგვივიდეს" – აღნიშნა ტრამპმა.

კრემლი ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"გუშინ თავად ტრამპმა თქვა, რომ ახალ იდეებზე საუბარი არ არის. ეს აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებაა", – უპასუხა პესკოვმა კითხვას იმის შესახებ, მოაქვთ თუ არა მომლაპარაკებლებს კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა.

რუსული იერიშები უკრაინის სხვა ნაწილებში შაბათსაც გაგრძელდა, მათ შორის შავი ზღვის პორტებსა და დნეპროპეტროვსკის ოლქზე.

ზელენსკი მიესალმა ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტს, რომელიც კვირასაა დაგეგმილი.

"ჩვენი მიზანია, ამერიკულ მხარესთან მაქსიმალურად კონსტრუქციული და შინაარსიანი მოლაპარაკებები გვქონდეს. უნდა ვეძებოთ რეალისტური ვარიანტები ამ ომის დასასრულებლად" – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები