მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სარაჯიშვილი”: გაყიდვების 20% რუსეთზე მოდის, სხვა ქვეყნებში ექსპორტს მეტ ყურადღებას დავუთმობთ

621cf9c1f3726
ლიკა გურაბანიძე
06.03.22 18:00
1512
“ამჟამად ჩვენი მთლიანი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 20% რუსეთის ბაზარზე მოდის", - ამის შესახებ bm.ge-ს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის “სარაჯიშვილის” გაყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ვაშალომიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე კომპანიის რუს პარტნიორებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, შესაბამისად, “სარაჯიშვილის” მენეჯმენტისთვისაც რთულია მოლოდინების პროგნოზირება.

ალექსანდრე ვაშალომიძე მიიჩნევს, რომ იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებენ, ყოველთვის ცუდი პერიოდი არ იქნება, მაგრამ საჭიროა ბაზრების დივერსიფიცირებაზე ფიქრი.

“სიტუაცია რთულია, მაგრამ დაძლევადი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ბაზრების დივერსიფიცირებას მუდმივად ვახდენდით, მითუმეტეს ისეთ არასტაბილურ ბაზარს როცა ეხება საქმე, როგორიც რუსეთია. დივერსიფიცირებას ვახდენთ სწორედ იმიტომ, რომ სხვადასხვა ბაზარზე გასვლა მსგავსი კონფლიქტების გადალახვაში დაგვეხმარება.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო დივერსიფიცირების საკითხი უფრო აქტუალურად დადგა. ჩვენი ბაზრები მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს. შესაბამისად, სხვადასხვა ბაზარზე გასვლას მეტ ყურადღებას დავუთმობთ. მაგალითად, ევროპის ბაზარზე შევეცდებით სხვადსხვა მარკეტინგული აქტივობებით ჩავერთოთ, ასევე აზიის ბაზრის ინტერესი გვაქვს კონკრეტულად ჩინეთის მიმართულებით,” - აღნიშნა ალექსანდრე ვაშალომიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები