მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“[სარეაბილიტაციო ცენტრების ახალ მოთხოვნებზე] ვფიქრობ, ვადის გახანგრძლივების საჭიროება იქნება” - ირმა დაუშვილი

ნუნისი

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები რეგულაციების ქვეშ ექცევიან - „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის” ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება ყველა ასეთი ტიპის დაწესებულებას ავალდებულებს, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

შესაბამისი რეგლამენტის მიხედვით, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს რენტგენოლოგიური სერვისი, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ლაბორატორიული მომსახურება, რაც შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისების არსებობის შემთხვევაში სულ მცირე 1 და არანაკლებ 12 კვ/მ სივრცის ქონაა სავალდებულო.

დავით ვაშაძის ფიტობალნოთერაპიის დამფუძნებელი ირმა დაუშვილი ამბობს, რომ რეგულაციების შემოღება ბაზარზე სერვისის მიწოდების ხარისხის გაზრდისთვის აუცილებელი იყო, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა ინფრასტრუქტურული გადაწყობის ნაწილში, დღის წესრიგში ვადების გახანგრძლივების საჭიროება დადგეს.

“ზოგჯერ არის რომ სარეაბილიტაციო ცენტრები არასამედიცინო დაწესებულებაშია გახსნილი... შეიძლება სალონებში იყოს გახსნილი - ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს დაცული ის ზუსტი მოთხოვნა, რაც რეაბილიტაციას შეესაბამება.

ახალი დადგენილების მიხედვით მოთხოვნებში დამატებულია, რომ დაწესებულებაში უნდა იყოს ექოსკოპიური და რადიოლოგიური კვლევები, რაც მისაღებია. ზოგჯერ პაციენტებს ჰგონიათ, რომ რაიმე პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ფიზკულტურული ვარჯიში უნდა ჩაიტაროს და თუ მას შინაგანი ორგანოები არ აქვს შემოწმებული, შეიძლება არასწორად მოხდეს ვარჯიშის დანიშვნა.

ვფიქრობ, მოთხოვნები ნორმალურია, თუმცა არის ფართებთან მიმართებით მოთხოვნა, არ ვიცი ეს რამდენად მოსწრებადი იქნება. კლინიკების გადაკეთება 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა მოესწროს, თუმცა ვფიქრობ, რომ ვადის გახანგრძლივების საჭიროება იქნება”, - ამბობს დავით ვაშაძის ფიტო-ბალნოთერაპიის თანადამფუძნებელი ირმა დაუშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები