2024 წლის 6 თვეში სარეცხი მანქანების იმპორტი წლიურად 24.1 მლნ აშშ დოლარიდან 16.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს ჩინეთია.
bm.ge გთავაზობთ იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ს:
- ჩინეთი - $9.09 მლნ;
- თურქეთი - $3 მლნ;
- პოლონეთი - $1.3 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამირო - $647.9 ათასი;
- უკრაინა - $451.3 ათასი;
- რუსეთი - $332.5 ათასი;
- ინდოეთი - $271.5 ათასი;
- ვიეტნამი - $229.9 ათასი;
- რუმინეთი - $178.6 ათასი;
- გერმანია - $172.6 ათასი.
ყველაზე მეტი სარეცხი მანქანა საქართველომ წლის პირველ ნახევარში 2023 წელს შეიძინა. იქამდე კი, სარეკორდო წელი 2014 იყო, 21.9 მლნ აშშ დოლარით.