შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტსა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, სგპ "სარფში" თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 50 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო "ფოთის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო გადაზიდვების კონტეინერში განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, საქართველოს მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში გამოვლენილი იქნა - 422 საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 848 მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2.5 კილოგრამი დენთი.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.




























