მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ₾1,3 მლნ-ის შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა

64104a9da4ca6
თამთა ჯიჯავაძე
14.03.23 14:22
2617
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 224 453 აშშ დოლარი, 11 885 ევრო, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 79 500 რუსული რუბლი, 4 200 თურქული ლირა და 723 300 (ლირა) ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოავლინეს.

"არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 304 230.79 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში 36 000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%- ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები