მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები, ოქროს მონეტები და ნაკეთობები ამოიღეს

63ff0962128b4
BM.GE
01.03.23 12:13
1096
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი ), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები