მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სარფის" საბაჟოზე ₾78 000-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა

ოქროს ნაკეთობები

"სარფის“ დაბაჟო-გამშვებ პუნქტზე, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 78 332 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 8 215 ლარით დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები