მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფის საბაჟოზე ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

შემოსავლების სამსახური

სარფის საბაჟოზე ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა - 357,87 გრამი და ვერცხლის ნაკეთობების საერთო - წონა 60,23) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები