მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფის" საბაჟოზე, უცხოელების მიერ "კოკაინისა" და ფსიქოტროპული წამლების შემოტანის ფაქტებზე საქმე აღიძრა

კოკაინი
11.05.26 11:05
514

"სარფის" საბაჟოზე, უცხოელების მიერ "კოკაინისა" და ფსიქოტროპული წამლების შემოტანის ფაქტებზე საქმე აღიძრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "სარფის“ საბაჟოზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.

"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კოკაინი“, ასევე 145 კაფსულა (მათ შორის სხეულზე მალულად განთავსებული 44 კაფსულა) და 50 გრამი ფხვნილის სახით დაფასოებული სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება.

აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს", - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები