მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფში" 22 ათას ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

სარფი
12.07.24 14:40
969

"სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები