მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში 4 კილოგრამამდე უკანონო ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს - შემოსავლების სამსახური

ოქრო
18.11.24 15:49
244

სარფში 4 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტშისარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ), 3 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 505 667.28 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები