მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

64a2739d960e9
BM.GE
03.07.23 12:03
313
საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

"კერძოდ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება (საერთო წონა: 192,18 გრამი) გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები