მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანის საქმეს გააკეთებს საბაჟოს რობოტი თანამშრომელი? - ხუნდაძის განმარტება

63da8677ec4d1
ალა ისპირიანი
01.02.23 19:34
1089
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის თქმით, საბაჟოს რობოტი თანამშრომელი 15-მდე ადამიანის გასაკეთებელ საქმეს შეასრულებს.

მან გადაცემა“ სამის კურსში“ თქვა, რომ რობოტი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე იმართება და შეძლებს, ექსპორტის დეკლარაციების დაახლოებით 70% შეავსოს და დაასრულოს.

„საერთაშორისო ვაჭრობა დინამიკური პროცესია და ჩვენი გაზრდილი ექსპორტ-იმპორტის გამო გაციფრულების გარეშე ამასთან გამკლავება გაგვიჭირდებოდა. ყოველთვის ადამიანური რესურსის დამატება რთულია, შესაბამისად ამ გზით წავედით, რომ მუშაობა ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე დაგვეწყო. დაახლოებით 5 თვეა ამ საკითხზე ვმუშაობთ და უკვე ერთი თვის განმავლობაში მის ინტეგრირებას შევძლებთ.

პირველ ეტაპზე რობოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე იმართება შეძლებს შეავსოს და დაასრულოს ჩვენი ექსპორტის დეკლარაციების დაახლოებით 70%. ეს არის დაახლოებით 50 000 დეკლარაცია. 50 000 დეკლარაცია, რომ სამუშაო დღეების რაოდენობაზე გავყოთ, 150-მდე დეკლარაციაა დღეში, რომელსაც მინიმუმ 10-15 ადამიანი სჭირდება. ამით სერიოზული ადამიანური რესურსის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი და ამ რესურსის უკვე სხვა მიმართულებით გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მომუშავე რობოტი ჩვენი სისტემისთვის დამხმარე იქნება, რომ გამოგვითავისუფლოს რუტინულ სამუშაოზე დახარჯული რესურსი“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საბაჟოს რობოტი-თანამშრომელი ეყოლება. ციფრული თანამშრომლის პრეზენტაცია მებაჟის დღეზე გაიმართა. მაშინ დაანონსდა, რომ რობოტი საბაჟოს ე.წ. ფრონტ-ოფისის თანამშრომლებს საქმეს შეუმსუბუქებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები