მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გაირკვეს, ხომ არ ხდება რისკის კრიტერიუმებში ჩარევა გადასახადების მობილიზების მიზნით - პაპიაშვილი ე.წ ყვითელ დერეფანზე

კრესტონ ჯორჯია

აუდიტორული კომპანია “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ კვლავ არსებობს კითხვები, თუ რას ეფუძნება და რამდენად დასაბუთებულია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ტვირთები ე.წ ყვითელ დერეფანში ხვდება.

როგორც დავით პაპიაშვილმა BMG-ის განუცხადა, ე.წ ყვითელ დერეფანთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად შემოსავლების სამსახურში შიდა აუდიტი უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, ვიდრე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი შეფასება არ დაიდება, მუდმივად იარსებებს კითხვები, ხომ არ იყენებს შემოსავლების სამსახური ე.წ. ყვითელ დერეფანს როგორც საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციის ინსტრუმენტს.

“ე.წ ყვითელ დერეფანთან დაკავშირებით მრავალი წლის განმავლობაში ერთ წრეზე დავდივართ. ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ კონკრეტული საიდუმლო რისკის კრიტერიუმების საფუძველზე ხვდება ტვირთები ე.წ ყვითელ დერეფანში. ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესი ჩივის, რომ ეს პროცესი დამოუკიდებელი არაა და ჩარევა ხდება შეგნებულად, რომ გადასახადების მობილიზება მოხდეს. ყვითელ დერეფანში მოხვედრილი ტვირთი დოკუმენტურად მოწმდება და ამას თან ახლავს ადგილზევე გადასახადის გადახდის ვალდებულებაც. სწორედ აქაა კითხვები და ამიტომ უნდა გაირკვეს, ხომ არ ხდება რისკის კრიტერიუმებში ჩარევა იმ მიზნით, რომ გადასახადების მობილიზება მოხდეს. გამოსავალი ისაა, რომ შემოსავლების სამსახურის ან ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტმა შეისწავლოს ეს საკითხი და დადოს დასკვნა ამ საკითხებთან მიმართებაში”, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საბაჟოზე რისკის ე.წ. ყვითელ დერეფანში ტვირთების დაყოვნების პრობლემა დღის წესრიგში კვლავ დგას და გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქონელი სწორედ აღნიშნულ დერეფანში ხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები