მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში ₾55.6 ათასის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

არადეკლარირებული

სარფში ₾55.6 ათასის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად (კერძოდ, სხეულის რენტგენოსკანერით), დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით - 464.06 გრამი გამოვლინდა.

აღნიშნული ნაკეთობები 4 შეკვრად იყო დაფასოებული და სამართალდამრღვევ მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩადებული.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 55 654.72 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები