მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარფში ₾59 462-ის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სარფი
16.05.25 11:34
59

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსახლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 358 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობებიაღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 59 462,2 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები