მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სარფში” საბაჟოზე ₾97.5 ათასის ღირებულების ოქროს უკანონოდ გადატანის 2 ფაქტი აღიკვეთა

ოქრო
13.06.25 14:46
850

სარფის” საბაჟოზე ₾97.5 ათასის ღირებულების ოქროს უკანონოდ გადატანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟოზე, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 101,25 გრამი) და ოქროს ფირფიტები (293,49 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 97.5 ათასი ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები