საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.
დღეს, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, სამგზავრო მატარებლის ლიანდაგთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხა აუნაზღაურდებათ.
"ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.