მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას რეგიონებში შესთავაზებს

რკინიგზა ფერაძე
27.11.23 14:00
391

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს.

USAID-ის გრანტის, სს „საქართველოს რკინიგზის”, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჰიბრიდული ცენტრები სამტრედიასა და თეთრიწყაროში გაიხსნება.

სტუდენტები სარკინიგზო პროფესიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაეუფლებიან. სასწავლო ფართები კოლეჯს საქართველოს რკინიგზამ გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა რკინიგზულ პროფესიებს სწავლობენ, წარმატების შემთხვევაში კი კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ.

საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას.