ველი ბიზნესი უნივერსალური გამოსავალია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ან პარტნიორებისთვის რაიმეს ჩუქება გსურს.
HR-ები ველი ბიზნესს ხშირად მომართავენ გამოწვევით, როდესაც ახალი თანამშრომლისთვის კომფორტული Onboarding-ის პროცესის ან დამატებითი წახალისებისთვის ეძებენ საჩუქარს, თუმცა დარწმუნებულები არ არიან ადრესატის ინტერესებში.
მსგავსი შემთხვევებისთვის ველი ბიზნესი კორპორაციულ მომხმარებელს ექსკლუზიურ გადაწყვეტას - ველის ვაუჩერების შეძენას სთავაზობს.
“საწყის ეტაპზევე, ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობითა და კვლევით დავინახეთ, რომ ბიზნესმომხმარებლებში ვაუჩერების შეძენის სურვილი და საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია - შესაბამისად თითოეულ ბიზნესმომხმარებელს უკვე ინდივიდუალურად, მათზე მორგებული ვაუჩერების შეძენის შესაძლებლობას ვთავაზობთ. ” - ბექა ტაბატაძე, ველი ბიზნესის ხელმძღვანელი
ველი ბიზნესი ნებისმიერი ღირებულებისა და ოდენობის ვაუჩერების დაგენერირების შესაძლებლობას გაძლევს, რომლებიც ველის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. მსგავსი საჩუქარი ადრესატს არჩევანის მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს - ველი კი ერთ სივრცეში 50 000-მდე მეტ უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს, რომელ ასორტიმენტშიც ნებისმიერი ადამიანი აღმოაჩენს სასურველ ნივთს.
გარდა პროცესის გამარტივებისა, ველი ბიზნესი ვაუჩერების პერსონალიზების შესაძლებლობასაც ქმნის, რაც კომპანიის პოზიციონირების კუთხით ხშირად დიდ როლს თამაშობს. ვაუჩერები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული სასურველი თემატური ვიზუალითა და კომპანიის ბრენდირებული ელემენტებით.
ვაუჩერების შესაძენად შექმენი ბიზნეს ანგარიში ველიზე და დაგვიკავშირდი ონლაინ ჩატის, მეილის: support@veli.store ან ტელეფონის ნომრის: 032 2 56 05 05 საშუალებით.