მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლო სისტემის „შესაკეთებლად“ ერთი ნაბიჯის გადადგმა რომ შეგეძლოთ, რას იზამდით? - ჰარცელის პასუხი

62c9b26ce9468
თელარა გელანტია
09.07.22 20:52
3293
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმის გატარება მძლავრ მესიჯებს გაგზავნის, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ია მეურმიშვილის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

- დღეს რომ შეგეძლოთ ერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სასამართლო სისტემის „შესაკეთებლად“, რა იქნებოდა ეს?

- ვშიშობ, სწრაფი გამოსწორება შესაძლებელი იყოს. ალბათ უფრო მართებული იქნება კითხვა - სად უნდა დავიწყოთ და შემდეგ რა მიმართულებით წავიდეთ. აქ მე შთაგონების მიღებისთვის 19 აპრილის შეთანხმებას მივმართავდი, რომელიც ასახავს რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს, რომელშიც მიღწეული პროგრესიც ძალზედ მომგებიანი იქნებოდა. მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმების გატარება და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება, მათ შორის გენერალურ პროკურატურაში, ვფიქრობ, მძლავრ მესიჯებს გაგზავნის, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის. ეს მინიშნებები ევროკომისიის გადაწყვეტილების პრიორიტეტებშიც არის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები