მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ალექსი ახვლედიანი

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ის სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

30 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია – ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ შეფარდებულ გირაოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 საათის ვადაში გადაიხდიან.

მანვე წარადგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი ახვლედიანის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა... კონტაქტურია - ლევან რატიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები