რუსული კანონის აქციების დროს დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გასული წლის მაისში ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პროკურატურა ოკმელაშვილს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ედავებოდა (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა), თუმცა შემდეგ ბრალი მოუხსნა, რადგან ჩადენილ დანაშაულს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო. ოკმელაშვილი ყოფილი მორაგბე და სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.


























