მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში, ₾9 მილიონამდე თანხის გადახდა დააკისრა

მიხეილ სააკაშვილი
29.09.25 12:42
1002

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ე.წ. ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

IPN-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, BMG ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, ვინაიდან სამოქალაქო დავა სწორედ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით დაიწყო. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები