მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ ნიკა მელიას "წყლის შესხმის" საქმეზე 1.5 წლით პატიმრობა შეუფარდა

ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის [წყლის შესხმის] საქმეზე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ხოლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდეგ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მელიას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას კონკრეტულად, მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება და მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები