ვაშინგტონში, ფედერალურმა მოსამართლემ ამირ ალიმ ტრამპის ადმინისტრაციას ორ დღეზე ნაკლები მისცა გაყინული უცხოური დახმარების შეწყვეტის გაუქმებისთვის.
ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. სარჩელი ეხებოდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) გავლით გაცემულ თანხებს, რომელიც თეთრ სახლში მისვლისთანავე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა გაყინა. როგორც ტრამპი ამბობს, სააგენტო თანხას უყაირათოდ ხარჯავდა და ეს პროგრამები თანხვედრაში არ იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან. NGO-ები ამბობენ, რომ გაყინული თანხა ხმარდებოდა გადაუდებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებს ხმარდებოდა.
ამ დროისთვის USAID-ი ბედი კვლავ ბუნდოვანია. მხოლოდ ის ვიცი, რომ სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ იქნება და ჯერჯერობით მისი მოქმედი ხელმძღვანელი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID) ცალკე სამთავრობო ორგანიზაციად არ უნდა დარჩეს და სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა შეუერთდეს.
40 მილიარდიან სააგენტოს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 10 ათამდე ადამიანს ასაქმებს, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ბიუჯეტი უნდა შეუმცირდეს. მან ასევე თქვა, რომ USAID-ის რადიკალი გიჟები მართავენ.
თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეაჩერება აღმოჩნდა. ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ტრამპი დიდი ხანია საგარეო ხარჯებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გადასახადის გადამხდელების ფულის არამიზნობრივ ხარჯვაა.




























