მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლოზე ტელეფონის ჩამორთმევა ეხება ყველას, ჟურნალისტებზე გამონაკლისი არაა - გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა ყველა პირს, მათ შორის ჟურნალისტებს და ადვოკატებსაც აეკრძალებათ.

გვრიტიშვილი ასევე ამბობს, რომ ეს რეგულაცია განპირობებულია პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული კანონით, რომლითაც აიკრძალა სასამართლოს შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში მიღებული კანონის პირობებში ჟურნალისტებისთვის სასამართლო დარბაზში ტელეფონის შეტანა ამ დრომდე არავის აუკრძალავს.

"აკრძალულია გადაღება სასამართლო სხდომის დარბაზში. მიუხედავად ამ აკრძალვისა, ფარულად გადაღებული ვიდეოები ვრცელდებოდა. [კანონში] გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ დაშვებული არ არის. ნებისმიერ პირს [ჩამოერთმევა ტელეფონი]. რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას", - თქვა გვრიტიშვილმა, თუმცა ის ვერ ამბობს როდიდან ჩამოართმევს სასამართლოს მანდატური ტელეფონებს სასამართლოში მისულ პირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები